ახალი ამბები

– 7 °C – 25 იანვრიდან საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი

23 იანვარი, 2016 • 1977
– 7 °C – 25 იანვრიდან საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, რომელიც 25-დან 27 იანვრამდე გაგრძელდება.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ 25-27 იანვრის დღეებში გამორიცხული არაა,  ჰაერის ტემპერატურა  – 7 °C-მდე  დაეცეს.

“25 იანვარს შედარებით ნაკლებად იქნება სიცივე. რაც შეეხება მომდევნო ორ დღეს, ყინვა უფრო მეტად გაძლიერდება. გამორიცხული არ არის, რომ ყინვა იყოს – 5;- 7 °C და ნაკლები. 26 და 27-ში ყინვა მთელ საქართველოშია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა ყველგან 0°C-ს ქვემოთ იქნება და დღისით ტემპერატურა 0°C-ს ვერ გადააჭარბებს. ბათუმში 27-ში სანაპირო გათბება და შედარებით აიწევს ტემპერატურა, მაგრამ იმერეთში 26-სა და 27-ში 0-ს ქვემოთ იქნება,” – აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი