ახალი ამბები

დატოვეთ ონკანი მოშვებული – წყლის კომპანიების რჩევები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით

23 იანვარი, 2016 • 3385
დატოვეთ ონკანი მოშვებული – წყლის კომპანიების რჩევები მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით

კომპანიები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, „რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“ მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით ყინვის დროს წყალსადენის სისტემისა და მრიცხველის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით მომხრაბელებს რეკომენდაციით მიმართავს.

კომპანიების განმარტებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები.

კომპანიების განმარტებით, 25 იანვრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელ ყინვის დროს აბონენტებისთვის რეკომენდებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით.
ყოველ აბონენტს, მათი ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, “რუსთავის წყალი“ და „მცხეთის წყალი“, ყინვის დღეებში (თარიღებში), წყლის ჭარბად დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ, აცხადებენ ისინი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-27 იანვარს ჰაერის ტემპერატურა -7 ცელსიუსამდე დაეცემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი