ახალი ამბები

აშშ-ში რუსეთის 6 საკონსულოდან 5-ს უფლებამოსილება შეუწყდა

23 იანვარი, 2016 • 1109
აშშ-ში რუსეთის 6 საკონსულოდან 5-ს უფლებამოსილება შეუწყდა

Reuters-ის ცნობით, გუშინ, 22 იანვარს, აშშ-მა განაცხადა, რომ აშშ-ში რუსეთის 6 საკონსულოდან 5-ს უფლებამოსილება შეუწყდა. ამის მიზეზი რუსეთის მიერ აშშ-ის დიპლომატების შევიწროება გახდა.

აშშ-ის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით, Reuters წერს, რომ საპატიო კონსულები ამერიკის მოქალაქეები ან მწვანე ბარათის მფლობელები იყვნენ, რომლებიც საკონსულო საქმიანობას უცხო ქვეყნის სახელით ეწეოდნენ. 

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ეს 5 საკონსულო კალიფორნიაში, ფლორიდაში, მინესოტაში, იუტასა და პუერტო რიკოში მდებარეობდა. ხოლო კოლორადოში მოქმედ საკონსულოს შეზღუდვა არ შეხებია.

შტატების დეპარტამენტის სპიკერის, მარკ ტონერის განცხადებით, ეს იყო საპასუხო რეაქცია კრემლის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედ აშშ-ის დიპლომატიურ და საელჩო საქმიანობაში ჩარევაზე.

“ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო დიდი ზომები მივიღოთ, თუკი რუსეთში კიდევ გაგრძელდება ჩვენს დიპლომატიურ და საელჩო საქმიანობაში ხელის შეშლა,” – განაცხადა მარკ ტონერმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი აშშ-ის სვლამ გააღიზიანა. კრემლის სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ ანტირუსულ პროპაგანდას ეწევა და მისი დაზვერვა რუს დიპლომატებს “პროვოკაციას უწყობს არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი