ახალი ამბები

IT Startup დღეები იხსნება

10 თებერვალი, 2011 • • 1049
IT Startup დღეები იხსნება

IT Startups დღეების ფარგლებში ინტერნეტ პროექტების იდეებს ეკონომიკისზ და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიიღებს.

ბიზნესის/მარკეტინგის სპეციალისტების, ვებდიზაინერებისა და ვებ დეველოპერების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანების, ექსპერტებისა და კონსულტანტების, კერძო ფირმების, ინვესტორებისა და ვენჩერული ფონდების თავმოყრა და ერთმანეთთან დაკავშირებას IT Startup დღეების ღონისძიების ფარგლებში მოხდება. 

როგორც დღეს ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, პროექტში  მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, შექმნან კოოპერაციაზე დამყარებული ინოვაციური ჯგუფები, რომელთაგან საუკეთესონი შესაძლოა ინვესტორებმა დააფინანსონ. 

სტარტ აფის ფარგლებში ოციდან ოთხი პროექტი ახლა მუშავდება. პროექტის პირველი ეტაპიდან ბიზნესიდეად, რომლითაც სხვადასხვა კომპანია დაინტერესედა, ოთხი  მათგანი იქცა. მონაწილეობა კი ოცმა იდეამ მიიღო. მათ შორის ერთ–ერთი იდეა ტურისტული სოციალური ქსელის შექმნაა.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ინტერნეტ სივრცესთან ან IT ინოვაციებთან დაკავშირებული იდეის ავტორებს (ერთს ან რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფს), ასევე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია, რომ შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ასეთი ტიპის იდეების განხორციელებაში

დღესვე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში პროექტის საიტის პრეზენტაცია შედგა.

ირაკლი ქაშიბაძე, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ პროექტისთვის თანხები გამოყოფილი არ არის. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მხოლოდ მოდერატორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი