ახალი ამბები

რა შეზღუდვები და აკრძალვებია საქართველოს გზებზე 23 იანვრის მდგომარეობით

23 იანვარი, 2016 • 1230
რა შეზღუდვები და აკრძალვებია საქართველოს გზებზე 23 იანვრის მდგომარეობით

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის  გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსიs საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: გუდაური -კობის მონაკვეთზე  ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების  გამოყენებით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური –კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 2  მონაკვეთზე:

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99  (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110) ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი