ახალი ამბები

25 იანვრიდან მოსახლეობის გამოკითხვა – “რა გაწუხებთ?” დაიწყება

22 იანვარი, 2016 •
25 იანვრიდან მოსახლეობის გამოკითხვა – “რა გაწუხებთ?” დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 22 იანვარს გლობალური ალიანსის პრეზდენტთან, ჟან ელი მალკინთან ერთობლივი ბრიფინგის დროს სამინისტროს ახალი აქცია „რა გაწუხებთ?“ დააანონსა.

მინისტრის თქმით, 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება.

როგორც სერგეენკო ამბობს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უპასუხონ კითხვებს, რომლებიც უშუალოდ ქვეყნის ჯანდაცვის მიმართულებას ეხება.

მისივე თქმით, ეს არ არის სოციოლოგიური კვლევა, – ეს არის გამოკითხვა, რომელიც საშუალებას იძლევა კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღოს სამინისტრომ იმაზე, თუ რა აწუხებს მოსახლეობას ჯანდაცვის მიმართულებით.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გამოკითხვა მოსახლეობასთან უფრო მეტი კომუნიკაციისათვის, მათი სურვილების, მოლოდინებისა და საჭიროებების ზუსტი განსაზღვრისთვის შეიქმნა.

კითხვარი ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე www.1505.ge, და ასევე ჯანდაცვის რეგიონალურ ოფისებში.

გამოკითხვა 25 იანვარს დაიწყება და 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

“კითხვარის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრო გლობალურ ალიანსთან ერთად გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და მიიღებს დამატებით ზომებს მოქალაქეების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად”, -აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი