ახალი ამბები

რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია

10 თებერვალი, 2011 •
რიკოთზე მოძრაობა შეზღუდულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია და მხოლოდ ჯაჭვების საშუალებით არის შესაძლებელი. “ნეტგაზეთთან” საუბარში სამარშრუტო ტაქსის მგზავრი ამბობს, რომ ხაშურში ავტომობილების კოლონა დგას და საცობია.

“დაახლოებით ოცი წუთია, რაც ვდგავართ”, – ამბობს მანანა, ერთ–ერთი სამარშრუტო ტაქსის მგზავრი – “ძირითადად, “მარშუტკები” დგანან”.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, მსუბუქ ავტომობილებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსებსაც შეუძლიათ გადადგილება, მხოლოდ ჯაჭვების საშუალებით. ავტომობილი, რომელიც სპეციალური ჯაჭვით არ იქნება აღჭრურვილი, რიკოთის უღელტეხილს ვერ გადაკვეთს.

ვაგზლის ავტოსადგურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სამარშრუტო ტაქსები დასავლეთის მიმართულებით გადიან. თუმცა გზების გაწმენდის გამო გარკვეული პერიოდი მოძრაობა შეფერხებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშიროების გამო ამ დროისთვის ჩაკეტილია ნაქერალას უღელტეხილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი