ახალი ამბები

მეტროს დაკონსერვებული მშენებარე სადგურები

10 თებერვალი, 2011 •
მეტროს დაკონსერვებული მშენებარე სადგურები

მეტროს მშენებარე სადგურები
მეტროს მშენებარე სადგურები

თბილისის მეტროს ის მშენებარე სადგურები, რომლბეიც წლების განმავლობაში მეტროს მატარებლის ვაგონებში გაკრულ რუკებზეა აღნიშნული, დღემდე არ აშენებულა.

მეტროში გამოკრული რუკების მიხედვით, მშენებარე სადგურებს „რუსთაველის მეორე ხაზი“, „ზაარბრიუკენის მოედანი“, „ქვემო ელია“, „ზემო ელია“ და „ვაზისუბანი“ მიეკუთვნებიან.

ის მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მეტროთი ხშირად მგზავრობენ და აღნიშნულ უბნებში ცხოვრობენ, ამ სადგურების მშენებლობის დასრულების შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

როგორც შპს „თბილისის მეტროს“ პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თამაზ რობაქიძემ  “ნეტგაზეთს” განუცხადა, აღნიშნული სადგურების მშენებლობა შეჩერებულია.

„აღნიშნული სადგურების მშენებლობა დაკონსერვებულია. ამ უბნებში მხოლოდ წყლისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რათა დატბორვა არ მოხდეს“, –ამბობს „თბილისის მეტროს“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, სამუშაო ერთადერთი მიმართულებით მიმდინარეობს.

„აზიის განვითარების ბანკის” მხარდაჭერით იგეგმება საბურთალოს ხაზის დაგრძელება. დაემატება სადგური „უნივერსიტეტი“. თუმცა ამასთან დაკავშირებითაც ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს ვიტყვით. მშენებლობა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. თბილისის მერია უახლოეს პერიოდში აღნიშნული სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერს გამოაცხადებს“, –ამბობს თამაზ რობაქიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი