ახალი ამბები

„ქრისტიან–დემოკრატები“ მთავრობის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ

10 თებერვალი, 2011 • 1208
„ქრისტიან–დემოკრატები“ მთავრობის ახალ ინიციატივას აპროტესტებენ

„ქრისტიან–დემოკრატები“ აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  20–ლარიან  ენერგოვაუჩერებს მოსახლეობის მხოლოდ 2/3 მიიღებს.

„ქრისტიან–დემოკრატების“ მდივნის ზაზა გაბუნიას თქმით, მოსახლეობის აქტიურ და პასიურ მომხმარებლებად დაყოფა გაუმართლებელი ქმედებაა, რადგან სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას სწორედ ის ოჯახები საჭიროებენ, რომელთაც გამოყენებული მომსახურების ხარჯის დასაფარად არ  აქვთ შესაბამისი ფულადი რესურსი და საშუალება.

„სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ინიციატივას მოეცვა ყველა ოჯახი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოქალაქეთა  დაყოფა–სეგრეგაცია აბსოლუტურად გაუმართლებელია, რის გამოც  ეს ”სამთავრობო ღონისძიება” ვერ შეფასდება  წარმატებულ სოციალურ აქციად და ხელისუფლების ეფექტურ ნაბიჯად“– აცხადებს გაბუნია.

„ქრისტიან–დემოკრატების“ თქმით, შესაძლებელია ბიუჯეტიდან იმდენი თანხის გამოყოფა, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, სრულად დაკმაყოფილდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი