ახალი ამბები

ნოღაიდელი ფასების ზრდას ხელისუფლების მიერ ბიზნესის მონოპოლიზაციას უკავშირებს

10 თებერვალი, 2011 • 1348
ნოღაიდელი ფასების ზრდას ხელისუფლების მიერ ბიზნესის მონოპოლიზაციას უკავშირებს

ზურაბ ნოღაიდელი
ზურაბ ნოღაიდელი

”სამართლიანი საქართველოს” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ქვეყანაში შექმნილი არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზად არა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, არამედ ხელისუფლების მიერ ბიზნესის მონოპოლიზაცია დაასახელა.

”ამის გამო შეწყვეტილია ინვესტიციები და დაბლოკილია ადგილობრივი წარმოების განვითარება, რაც ფასების ზრდას იწვევს. 2010 წლის იანვრიდან დღემდე მხოლოდ სასურსათო პროდუქტებზე ფასები 25.2%-ით არის გაზრდილი. ყოველივე ეს კი მოსახლეობის დონის გაუარესებას იწვევს. მაგალითად, თუ 2007 წელს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებთა რაოდენობა 7% იყო, დღეს ის 15%-ს შეადგენს, ხოლო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 65%-ია”, – განაცხადა ნოღაიდელმა.

ზურაბ ნოღაიდელმა პრეზიდენტის ხვალინდელ მოხსენებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სააკაშვილის გამოსვლას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს: ,,არავითარი კითხვა მასთან არ გამაჩნია, რადგან  რეალობას მოწყვეტილია. დარწმუნებული ვარ, იგი ილაპარაკებს ბათუმზე, მესტიაზე, ტურისტებზე, მაგრამ არ შეეხება ყველაზე პრობლემატურ თემას – ინფლაციას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი