ახალი ამბები

კვირიკაშვილი ლარის კურსზე: არაფერი საგანგაშო არ არის

22 იანვარი, 2016 • 1099
კვირიკაშვილი ლარის კურსზე: არაფერი საგანგაშო არ არის

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლარის კურსის თემაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერი ხდება.

“ეს არის კორექტირება ლარის კურსის იმ დევალვაციასთან მიმართებაში, რომელიც გასულ დღეებში მოხდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. აქ არაფერი საგანგაშო არ არის. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისათვის რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ ვერანაირ საფუძველს იმისას, რომ რაიმე ნეგატიურს ვხედავდეთ ამაში საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ ვხედავთ”, – განაცხადა დავოსში მყოფმა კვირიკაშვილმა მედიასთან საუბარში.

ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმს გადააჭარბა – 2.4694. ეს 0.0249 ნიშნულით მეტია წინა დღის ფიქსირებულ კურსთან.

22 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საქართველოში ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით მაქსიმალურ ნიშნულს 1999 წლის 23 თებერვალს მიაღწია – 1 აშშ დოლარი 2.45 ლარი ღირდა. თუმცა,ეს კურსი ორ დღეში 2.39-მდე ჩამოვიდა, 27 თებერვალს – 2.35-მდე, ხოლო წლის ბოლოს 1.93-ზე დასტაბილურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი