ახალი ამბები

სააკაშვილის საჩუქრები

10 თებერვალი, 2011 • • 962
სააკაშვილის საჩუქრები
საქართველოს პრეზიდენტის 24 ოფიციალური საჩუქარი, მათ შორის, ოქროს გვირგვინი და ოქროს მედალი, ხმალი და პერანგის საყელოს საკინძი  opendata.ge-მ გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი პორტალს ოფიციალური საჩუქრების შესახებ გამოთხოვილ მონაცემებზე 4– გვერდიან პასუხს უგზავნის, სადაც სააკაშვილის საჩუქრებია ჩამოთვლილი.
პრეზიდენტს საჩუქრები ბარაკ ობამამ, რომის პაპმა,  ბუბა კიკაბიძემ და დეკანოზმა მიქაელმა გაუგზავნეს.
პერანგის საყელოს საკინძი ლისაბონში სააკაშვილს ბარაკ ობამამ, აშშ–ს პრეზიდენტმა აჩუქა. ნიკოლა სარკოზიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა კი – ვერცხლის ლანგარი. კ ერამიკის საკალმე ვერცხლით– ჰონდურასის პრეზიდენტმა, რესპუბლიკის ორდენი –მოლდოველმა კოლეგამ.
პრეზიდენტის საჩუქრებს შორის ესპანური საფეხბურთო კლუბის, “რეალ მადრიდის” მაისურია. 
რომის პაპმა, ბენედიქტ მეთექვსმეტემ სააკაშვილს ოქროს მედალი აჩუქა.
ბუბა კიკაბიძემ კი ოქროს ფირფიტა  წარწერით –”მიხეილ სააკაშვილი”.



მასალების გადაბეჭდვის წესი