ახალი ამბები

კახა კალაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდება

22 იანვარი, 2016 • 1395
კახა კალაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს  იანოშ ჰერმანს შეხვდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა სამინისტროში 13.00 საათზე შედგება.

ჯერჯერობით უცნობია, რაზე იქნება საუბარი.

ამ დროისთვის ასევე უცნობია ევროკავშირის მოსაზრება საქართველოს მთავრობის “გაზპრომთან” მოლაპარაკებების თაობაზე, რომელსაც საქართველოში მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ორშაბათს გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა. 20 დეკემბერს ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით სამუშაო პროცესი გრძელდება.

საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს მართავს რუსულ “გაზპრომთან” დამატებითი ბიუნებრივი აირის იმპორტსა და  საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთიდან სომხეთისაკენ გამავალი გაზის მილის ტრანზიტის ანაზღაურების ფორმის ცვლილებაზე. დღეისათვის საქართველოს გატარებული გაზის 10 პროცენტი რჩება, თუმცა გაზპრომს სურს, რომ ტრანზიტის საფასური არა ნატურით, არამედ თანხის სახით გადაიხადოს. კალაძემ მოლაპარაკებების პროცესს მძიმე და რთული უწოდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი