ახალი ამბები

„განაცხადოს ხელისუფლებამ, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა არ იგეგმება!“

9 თებერვალი, 2011 •
„განაცხადოს ხელისუფლებამ, რომ უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა არ იგეგმება!“

„დემოკრატიული მოძრაობა“ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოსალოდნელი გაყიდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრმა თამარ ზაალიშვილმა დღეს ამ საკითხზე ბრიფინგი გამართა, სადაც მან ხელისუფლებას მოუწოდა ოფიციალურად განცხადების გაკეთებისკენ იმის შესახებ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის გაყიდვა არ იგეგმება.

გარდა ამისა, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ მიღებული იქნას ცალკე კანონი „ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ“, რომლითაც შეიქმნება  უნივერსიტეტის არსებობისა და მისი ქონების  დაცვის საკანონმდებლო გარანტიები და განისაზღვრება უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება.

მასალების გადაბეჭდვის წესი