ახალი ამბები

“ლეიბორისტები” თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართავს ითხოვენ

9 თებერვალი, 2011 • • 962
“ლეიბორისტები” თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკებებში საპატრიარქოს ჩართავს ითხოვენ

ნესტან კირთაძე
ნესტან კირთაძე

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ პრეზიდენტს მოუწოდა თურქეთ–საქართველოს მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ისტორიული ძეგლების აღდღენას ეხება, საქართველოს საპატრიარქო უპირობოდ ჩართოს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ მხარეს ასეთი ტიპის დიპლომატიური მოლაპარაკების გამოცდილება თითქმის არ გააჩნია, უნდა შეირჩეს კანდიდატურა, სიძველეთა მცოდნე მეცნიერის, რომელიც მოლაპარაკებებს წარმართავს თურქეთში, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან და კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად”,–ამბობს კირთაძე.

“ლეიბორისტები” თვლიან, რომ ტაძრების აღდგენის პრიორიტეტულობა, საკუთრების ფორმა და მათი ფუნქციონირების შინაარსი შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს პატრიარქთან.

“მიგვაჩნია, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მოსალოდნელი ხელშეკრულება განვცრობითი ფორმის უნდა იყოს და მან უნდა მოიცვას როგორც უკვე გახმაურებული ოთხი ქართული ტაძრის (ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი) აღდგენა, ასევე საპატრიარქოს მოთხოვნა, ტაოში ხახულის ამოქმედების და არდაშენის, როგორც ისტორიული ლაზეთის საეპისკოპოს ერთ–ერთი ცენტრის აღდგენის შესახებ”,–განაცხადა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი