ახალი ამბები

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

20 იანვარი, 2016 • 1892
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 20 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2015”-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

  • საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში: ზურაბ ვარდიაშვილი – “სიღარიბის შვილები”.
  • საუკეთესო საგამოძიებო ტელე/რადიოსიუჟეტი: ლია ტოკლიკიშვილი (თანაავტორი მაია გოგოლაძე) – “ოქროსთვის შეწირულები”.
  • საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი: ანუნა ბუკია – “პაციენტის დღიურები”.
  • ყველაზე ინფორმატიული ონლაინმედიასაშუალება: “ჩაი ხანა”.
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო: დარო სულაკაური – ნაადრევი ქორწინება.
  • EUMM-ის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში: ნინო ჩიფჩიური – “ექიმები კონფლიქტის რეგიონში ჯანმრთელობის ხიდებს აშენებენ”.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

ევროკავშირის 2015 წლის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულები. ფოტო: euprizejournalism.ge

ევროკავშირის 2015 წლის ჟურნალისტიკის პრიზის გამარჯვებულები. ფოტო: euprizejournalism.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი