საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე 11 თებერვალს წარსდგება. ამის თაობაზე დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დავით ბაქრაძემ მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატებს.
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა პარლამენტში 10 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა, ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტმა ერთი დღით ითხოვა ვადის გადაწევა, რასაც დღეს დეპუტატებიც დაეთანხმნენ.
პარასკევს, დილას, პარლამენტის პლენარული სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს, პრეზიდენტი კი დეპუტატების წინაშე დღის მეორე ნახევარში წარსდგება.