ახალი ამბებირეკლამა

„ვიანორმა“ თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

20 იანვარი, 2016 • 2326
„ვიანორმა“ თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

ავტომომსახურების ცენტრების ქსელმა „ვიანორმა“ თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობასთან მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე კიდევ ერთი სერვისცენტრი გახსნა და ახალი, 2016 წელი განვითარების ამბიციური გეგმების განხორციელებით დაიწყო.   დღესდღეობით „ვიანორის“ 20 მომსახურების ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და რეგიონებში.

„ვიანორის“ ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარება აქტიურ ფაზაში შედის. მოხარული ვართ, რომ თბილისში „ვიანორის“ კიდევ ერთი მომსახურების ქსელი შეუქმნის კომფორტს მომხმარებელს ესქკლუზიური შეთავაზებებითა და ევროპული სტანდარტის მომსახურებით. “ვიანორიუმსხვილესი, მულტინაციონალური კომპანიაა და ჩვენ გვეამაყება, რომ საქართველოში ამ ბრენდის განვითარება ექსკლუზიურად `ვისოლ ჯგუფს” ერგო წილად. ახლად გახსნილ ობიექტებზე „ვიანორმა“ დამატებითი სამუშაო ადგილებიც შექმნა, რაც ჩვენი ბიზნესჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია”, – აცხადებს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

“ვისოლ ჯგუფმა” ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდ ,,ვიანორისაგან” საქართველოში ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება 2012 წელს მოიპოვა და მის მფლობელობაში უკვე არსებული „ვისოლ ავტო ექსპრესის“ ქსელის რებრენდინგი დაიწყო. “ვიანორი”  Nokian Tyres-ის  ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.  დღესდღეობით “ვიანორ ჯორჯია” ავტომომსახურების ცენტრების ყველაზე ფართო ქსელის მფლობელია საქართველოში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის „ტოტალის“, „ფინას“ და “შევრონის” საავტომობილო ზეთებს, „ნოკიანისა“ და „პირელის“ ბრენდის საბურავებს, „დეტას“ და „ფლაგმანის“ აკუმულატორებს, „ფრამის“ საავტომობილო ფილტრებს, „ვალეოს’’ საავტომობილო პროდუქტებს და სხვა საპოხ მასალებს. “ვიანორის” სერვისცენტრები მომხმარებელს ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრული მომსახურებით უზრუნველყოფს.

„ვიანორის“ მომსახურების ცენტრები თბილისის გარდა განთავსებულია გორში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ახალციხეში.  

„ვიანორმა“ თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა; 20/01/2016 ფოტო: wissol ჯგუფი

„ვიანორმა“ თბილისში კიდევ ერთი ავტომომსახურების ცენტრი გახსნა; 20/01/2016 ფოტო: wissol ჯგუფი

მასალების გადაბეჭდვის წესი