ახალი ამბები

შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 20 იანვარს

20 იანვარი, 2016 • 1323
შეზღუდვები საავტომობილო გზებზე 20 იანვარს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 20 იანვარს საქართველოს გზების გარკვაულ მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია დაწესებული:

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი–ხევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური  თოვის  გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თოვისა და ლიპყინულის გამო  მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაურის(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაური(ფოსტა) და კობი-ლარსის მონაკვეთზე თავისუფალია.

მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 2  მონაკვეთზე:

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99  (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი