ახალი ამბები

„ქრისტიან–დემოკრატები“ გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების წინააღმდეგ

7 თებერვალი, 2011 • 1395
„ქრისტიან–დემოკრატები“ გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების წინააღმდეგ

Image 3191
ქრისტიან–დემოკრატების ბრიფინგი

”ქრისტიან-დემოკრატებმა” დღეს პარლამენტის წინ კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირება გააპროტესტეს.

პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება 2010 წლის ოქტომბერში მიიღო, როდესაც კანონში ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის” შესახებ ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც მოსახლეობამ შუქის, წყალმომარაგების და დასუფთავების მომსახურების გადასახადი ერთიანი ქვითრით უნდა დაფაროს.

ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, ,,ქრისტიან-დემოკრატებმა” 2010 წლის 13 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს სარჩელი. პროცედურების მიხედვით, სასამართლოს უფლება აქვს 9 თვის განმავლობაში სასურველ დროს განიხილოს საქმე, თუმცა ,,ქრისტიან-დემოკრატები” ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის განხილვა დააჩქაროს.

”9 თვის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი მოსახლეობის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ ხალხს პარტიების მხარდაჭერა აღარ დაჭირდება. ისინი თავად მოუღებენ ამ უკანონობას ბოლოს”, – აცხადებს ინგა გრიგოლია.

,,ამ გადაწყვეტილებით სინათლის ქალაქად წოდებულ თბილისს სიბნელეში დაბრუნების საფრთხე ემუქრება, რადგან მოსახლეობისთვის აღნიშნული სოციალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მძიმე ტვირთი იქნება. საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად ჩვენ უახლოეს დღეებში მოქალაქეთა ათასობით საჩივრით მივმართავთ ენერგო-ომბუდსმენსაც”-ამბობს ზაზა გაბუნია.

მასალების გადაბეჭდვის წესი