ახალი ამბები

ანონსი: 19 იანვარი

19 იანვარი, 2016 • 1689
ანონსი: 19 იანვარი

11:00 “პირველი რადიოს” რადიო კლუბში გაზეთ “ქართული გაზეთის” მთავარი რედაქტორი გუგა სულხანიშვლი ბრიფინგს განმართავს.
თემა: უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის შესახებ საგარეო საქმეთა სამინიტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია – “როგორ დაარღვია სამინიტრომ ადამინისტრაცდიული კოდექსი”.

11:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” “აფბას” ხელმძღვანელი შოთა გულბანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: პრემიერის შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულების განხილვა.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე – 595 03 77 22

11:00 ემზარ ჯგერენაია პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტში; სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შეუსრულებლობა.
მის.: ფოთის ქ. #15

11:30 დეპუტატი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: ფოთის ქ. #15

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართველი ემიგრანტების” თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ჩერნოვეცკის მიერ შემოთავაზებული პროგრამის შესახებ და ახალი სახეების და ძალების შესახებ რომლებიც ქართულ პოლიტიკური ცხოვრებისა და სარჩევნო მარათონში აპირებენ ჩაბმას.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორი გია მაცაბერიძე ჰოსპიტალის დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

13:00 ფოთში, “ვალერიან გუნიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში” “საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი” საქართველოს რეგიონებში “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის” პრეზენტაციას გამართავს.

15:30 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე კოტე ვარძელაშვილი მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით – დევიდ კრამერსა და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ფრენსის ფუკუიამას შეხვდებიან.
სასტუმრო “რუმსი”
საკონტაქტო პირი ნინო ერემაშვილი – 597010201

16:00 თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართება შალვა გაწერელიას წიგნის “რეჟისორის ჩანაწერები” პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი