ახალი ამბები

საპარტნიორო ფონდში ჩინურ კომპანია Silk Road Investment-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

18 იანვარი, 2016 • 1269
საპარტნიორო ფონდში ჩინურ კომპანია Silk Road Investment-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 18 იანვარს, ჩინეთის დელეგაციამ, კომპანია Silk Road Investment-ის აღმასრულებელი დირექტორის ძი მინლიუს ხელმძღვანელობით, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთნ შეხვედრა გამართა, სადაც განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

საპარტნიორო ფონდის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოში საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით კერამიკული ფილების საწარმოს, ქურთუკების სამკერვალოსა და ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკის შექმნის საკითხებს.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმები ერთობლივი საწარმოების შექმნის თაობაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა. ჩინური silk road investment“ ქვეყანაში ინვესტირებას სხვადასხვა სექტორში გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი