ახალი ამბები

რას შედეგებს მოიტანს გრანტის გაცემის ახალი წესი?

4 თებერვალი, 2011 • • 1004
რას შედეგებს მოიტანს გრანტის გაცემის ახალი წესი?

მომავალი წლიდან ბიზნესის, ჯანდაცვის, საერთაშორისო ურთიერთობების, ჟურნალისტიკისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე სახელმწიფო დაფინანსებით სწავლას  მხოლოდ 100%–ანი გრანტის მფლობელი აბიტურიენტი შეძლებს. ნაწილობრივ– 70%-ან, 50&-ან და 30%-ან – გრანტებს სახელმწიფო ამ ფაკულტეტებზე აღარ გასცემს.

ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო ნაწილობრივი დაფინანსების მიღება აბიტურიენტს შეეძლება.  

გრანტის გაცემის ახალი წესის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ოფიციალურად დღეს ისაუბრეს. თუმცა  შაშკინმა ახალი წესი დაახლოებით ერთი თვის წინ განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაამხილა.

სამინისტროს პოზიციით, ახალი სასწავლო წლიდან პრიორიტეტი ზუსტი და საბუნებისმეტყველო დისციპლინების განვითარებაა, სწორედ ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, ფინანსები თავისი ინტერესებიდან გამომდინარე განკარგოს.

გაზრდის თუ არა გრანტების გაცემის ახალი სისტემა აბიტურიენტთა სურვილს, ჩააბარონ ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებზე? როგორ აფასებენ ამ საკითხს თბილისის ორი უმაღლესი სასწავლებლის –ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები? რა პრობლემებს ხედავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია?

ნეტგაზეთის მომზადებული მასალა ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ: 

აბიტურიენტი+100%გრანტი=სასურველ ფაკულტეტს

მასალების გადაბეჭდვის წესი