ახალი ამბები

დევნილთა ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის წინ

2 თებერვალი, 2011 • 1307
დევნილთა ცოცხალი ჯაჭვი პარლამენტის წინ

,შეწყდეს დევნილთა გამოსახლება”, – ეს  იყო იმ ცოცხალი ჯაჭვის მიერ წარმოდგენილი ლოზუნგი, რომელიც დევნილებმა დღეს პარლემენტის წინ გააკეთეს. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული  აქცია 14:00 საათზე დაიწყო, დევნილებს მხარდაჭერა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს.

,,დევნილთა გამოსახლება დასრულებული არაა და ხელისუფლებას მრავალი მათგანის თავშესაფრის გარეშე დატოვება აქვს განზრახული.  დევნილებს ასახლებენ ყოველგვარი პირობების გარეშე. იქ, სადაც მათი გადაყვანა სურთ, არანაირი საცხოვრებელი პირობა არაა შექმნილი. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, მსოფლიოს მრავალ ორგანიზაციას შევატყობინეთ მომხდარი უკანონობის შესახებ და ბევრმა მათგანმა აღიარა კიდეც, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი კანონის დარღვევით მიმდინარეობს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დევნილთა მხარდასაჭერი მორიგი აქცია  7 თებერვალს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი