ახალი ამბები

ჟურნალისტური გამოძიება სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტზე

2 თებერვალი, 2011 •
ჟურნალისტური გამოძიება სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტზე

სტუდია მონიტორი ჟურნალისტურ გამოძიებას ცენტრ პოინტზე ხვალ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გამართავს.

ფილმი ეხება კომპანია „ცენტრ-პოინტ ჯგუფი“-ს მიერ დაზარალებულ კლიენტებს, რომლებმაც ცენტრ-პოინტს 2005 -2008 წლებში თანხები გადაუხადეს, კომპანიამ კი მათ მიმართ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა.  რამდენიმე ათასი ადამიანი კომპანიისგან ბინების გადაცემას ან ფულის დაბრუნებას წლებია უშედეგოდ ელოდება.

ჟურნალისტურ გამოძიებაში ნაჩვენებია, რომ კომპანია „დექსუსი“, რომელსაც გასულ წელს „ცენტრ-პოინტი“ მართვაში გადაეცა,  დაზარალებულ მოქალაქეებს კაბალურ პირობებს უყენებს.
ფილმში ნაჩვენებია  ცენტრ-პოინტის მუშაობის  სქემა, ამ სქემით ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათ დიდ ნაწილს კუთვნილი თანხების დაბრუნება სასამართლოს მეშვეობითაც უჭირთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი