ახალი ამბებისაზოგადოება

ახალი გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

15 იანვარი, 2016 • 2777
ახალი გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 16 იანვრიდან  პირველ არხზე ორი ახალი გადაცემა გავა ეთერში.

ყოველ შაბათს, 21:00 საათზე მაყურებელს  შეუძლია ნახოს გადაცემა  „ადამიანი კამერით“, რომელიც ფოტო და ვიზუალურ ხელოვნებას ეხება, წინასწარ შერჩეული 12 მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფი ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში შეეჯიბრება.

ასევე ყოველ შაბათს-კვირას, 19:30-ზე ეთერში იქნება გადაცემა „წიგნების თარო“, ორიგინალური ქართული ტელეთამაში, რომლის მონაწილეებიც 15-16 წლის მოზარდები არიან. პროექტის თემატიკას მხატვრული ლიტერატურა წარმოადგენს.

საზოგადოებროვი მაუწყებლის განცხადებით, ორივე გადაცემა გამოცხადებულ შერჩევაში გამარჯვებული პროექტია, კიდევ ორი გამარჯვებული პროექტი უკვე გადის პირველი არხის ეთერში – „დღე მუზეუმში“, ყოველ კვირას 15:00 საათზე, გადაცემა საქართველოს მუზეუმებში განთავსებული განძის, კოლექციების, უნიკალური ექსპონატების შესახებ. ასევე, პროექტი  „მუსიკო♫ლოგოსი“,  ყოველ შაბათს 17:00 საათზე, გადაცემაში ერთმანეთს ერწყმის პროფესიონალი კომპოზიტორისა და შემსრულებლის შეხედულებები, რომლებიც ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც დისკუსიას იწვევს.

პირველი არხი

პირველი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი