ეგვიპტეში ანტისამთავრობო გამოსვლებისას გვიპტის სხვადასხვა ციხიდან ათასობით პატიმარი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ალჯაზირა ავრცელებს.
მასობრივი არეულობისა და ბუნტის შედეგად შეიარაღებულმა ბანდებმა ციხეები დაარბიეს, თუმცა, როგორც ტელეკომპანიის ჟურნალისტი იუწყება, ამ დროისთვის ქაიროს დანგრეულ ციხეში 30 პატიმარი რჩება. ისინი დანგრეული ციხიდან გაქცევას არ აპირებენ.
პატიმრების თქმით, ციხიდან გაქცევამ არეულობის დასრულების შემდეგ შესაძლოა სასჯელის გაორმაგება გამოიწვიოს, მათ კი ეს არ უნდათ.
,,მე ვრჩები აქ იმიტომ, რომ მოვიხადო ჩემი დარჩენილი სასჯელი, 6 წელი. 6 წლის შემდეგ მე დავტოვებ ციხეს და ვიქნები თავისუფალი ადამიანი. მინდა, რომ ჩემს ცოლ-შვილს თავისუფლად სასჯელის მოხდის შემდეგ ჩავეხუტო’’, – ამბობს ერთ-ერთი პატიმარი საიდ მეთვოლი.
ტელეკომპანია ,,ალჯაზირას’’ ჟურნალისტის ცნობით, დარბევის შედეგად ქაიროს ციხეებში თითქმის არც ერთი მთელი ოთახი არ არის დარჩენილი.
მასობრივი გამოსვლები ეგვიპტეში 25 იანვარს დაიწყო.