ახალი ამბები

აფეთქებები და შეიარაღებული თავდასხმა ინდონეზიის დედაქალაქში [ფოტო]

14 იანვარი, 2016 • 1877
აფეთქებები და შეიარაღებული თავდასხმა ინდონეზიის დედაქალაქში [ფოტო]

ინდონეზიის დედაქალაქში, ჯაკარტაში დღეს, 14 იანვარს აფეთქებების სერია და შეიარაღებული თავდასხმები მოხდა, რამაც, უკანასკნელი მონაცმებით, სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა.

BBC–ის ცნობით, აფეთქებები ძირითადად მოხდა ტამრინის ქუჩაზე, სადაც განლაგებულია მაღაზიები და ბიზნესორგანიზაციები. ასევე, ამ ადგილებთან ახლოს განთავსებულია სხვადასხვა ქვეყნის სელჩო და გაეროს ოფისები.

პოლიცია აცხადებს, რომ სიტუაციას აკონტროლებს და მოკლულია ხუთი სავარაუდო თავდამსხმელი.

თავდამსხმებზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა პოლიცია ვარაუდობს, რომ ეს “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულმა ადგილობრივებმა ჩაიდინეს.

ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ თავდასხმები ტერორისტულ აქტად შეაფასა.

“ყველანი ვგლოვობთ თავდასხმების შედეგად გარდაცვლილებს, მაგრამ ასევე ვგმობთ აქტს, რომელიც ხელს უშლის უსაფრთხოებასა და თესავს ტერორს ჩვენს ხალხში,”– განაცხადა მან.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოებზე დაყრდნობით.

აფეთქება ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში © EPA 14.01.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი