ახალი ამბები

არასრულწლოვანის ჯგუფური გაუპატიურებისთვის რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

1 თებერვალი, 2011 • • 1024
არასრულწლოვანის ჯგუფური გაუპატიურებისთვის რუსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ტულის ოლქში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალი ედება ადამიანის გატაცებაში და არასრულწლოვანი ბიჭის ჯგუფურ გაუპატიურებაში,–წერს რუსული მედია.

რეგიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს პრეს სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ აღნიშნული დანაშაულით დაკავებული გასამართლებული იყო  საქართველოშიც, თუმცა ის გაიქცა და ტულაში იმალებოდა.

„ის იმალებოდა ტულის ოლქის ტერიტორიაზე, ცხოვრობდა სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტით და იმედოვნებდა, რომ მას ვერ მიაგნებდნენ. მასთან ერთად მცხოვრების დახმარებით, სამართალდამცავები ეჭვმიტანილზე გავიდნენ“,–ამბობს პრეს სამსახური.

გაზეტა.რუ წერს, რომ დაკავებულის ექსტრადაცია საქართველოში მალე მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი