ჟულიან ასანჟი, ადამიანთა უფლებების დამცველები რუსეთიდან, ან არაბულ ქვეყნებში აგორებული საპროტესტო მოძრაობის ლიდერები, შესაძლოა, წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ მშვიდობის დარგში. ამის შესახებ ნიდერლანდების რადიო იუწყება.
ნომინანტების წარდგენის ვადა ნორვეგიაში, ნობელის პრემიის კომისიაში, 1 თებერვალს იწურება. 5- კაციანი კომისია კი პრიზის ახალ მფლობელს 2011 წლის ოქტომბერში დაასახელებს.
კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ როგორც საინიციატივო ჯგუფებს, ასევე კონკრეტული ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა გაერთიანებებს და ა.შ. წესების თანახმად, ლაურეატთა ვინაობა 50 წელი საიდუმლოდ ინახება და ამის ნაადრევად გამხელა მხოლოდ ლაურეატის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.
სპეციალისტების აზრით, არაბულ ქვეყნებში(ტუნისი, ეგვიპტე) წამოწყებული საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს გაუჭირდებათ პრიზის მიღება, რადგან ამ ქვეყნებში საპროტესტო ტალღა სოციალურ-ეკონომიკურმა მიზეზებმა გამოიწვია და არა-იდეოლოგიურმა. გარდა ამისა, ეგვიპტის ოპოზიციას კონკრეტული გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მათ შორის ყველაზე ეგამორჩეულს, მუჰამედ ელ ბარადეის კი მშვიდობის დარგში ნობელის პრიზი 2005 წელს უკვე გადაეცა.
სპეციალისტებს ასევე მიაჩნიათ, რომ რუსი უფლებადამცველები ნობელის პრემიის ლაურეატობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდადტები არიან, თუმცა, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რუსეთის ხელისფლება როგორ მოიქცევა 2011 წლის იანვარში, მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ტერქტის შემდეგ, წამოიწყებს თუ არა ის ძალადობის ახალ ტალღას ჩრდილოეთ კავკასიაში.
ლაურეატობის შესაძლო კანდიდატია ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი. თუმცა ამერიკელი ჟურნალისტი სკოტ ლონდონი დარწმუნებულია, რომ ასანჟს პრიზის მოგება გაუჭირდება. მისი აზრით, იმის ნაცვლად, რომ ასანჟს ხელი შეეწყო ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, მან პირიქით, ძირი გამოუთხარა ქვეყნებს შორის აქამდე არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს.
გარდა ამისა, ასანჟს ნობელის ლაურეატობაში ხელს გაუპატიურების ბრალდებაც შეუშლის, რომელიც მას შვედეთში წაუყეენს.
ნობელის პრემიის შესაძლო ლაურეატებს შორის სახელდებიან ქალთა უფლებადამცველი
ქალები: სვეტლანა განუშკინა რუსეთიდან და სიმა სამარი ავღანეთიდან. ისინი ამ პრიზზე შარშანც იყვნენ წარდგენილი, მაგრამ 2010 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ჩინელ დისიდენტს გადაეცა, რომელიც ახლაც ციხეში ზის.