ახალი ამბები

რას ურჩევევს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტეში მყოფ ქართველ ტურიტებს

31 იანვარი, 2011 • • 964
რას ურჩევევს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეგვიპტეში მყოფ ქართველ ტურიტებს

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, მათი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თავი შეიკავონ ეგვიპტეში მგზავრობისგან.

იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ეგვიპტის ტერიტორიაზე, დაბეჯითებით ურჩევს, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას, გამოსვლების ფოტო და ვიდეო გადაღებას და იქონიონ მუდმივი კავშირი კაიროში საქართველოს საელჩოსთან.

ქართველი ტურისტები, რომლებიც ეგვიპტეში იმყოფებიან ტურისტული ვიზებით, სამინისტრო მოუწოდებს, შეასრულონ შესაბამისი ტურისტული სააგენტოების მითითებები.

მოქალაქეთათვის დახმარების გაწევის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება ცხელი ხაზი, (94 50 50) სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გათიშულია ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები (ინტერნეტი, მობილური კავშირი), შეფერხებით მუშაობს სტაციონალური სატელეფონო სამსახურიც. სატელეფონო კავშირის აღდგენისთანავე ცხელი ხაზი ამოქმედდება საქართველოს საელჩოშიც ქ. კაიროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი