ახალი ამბები

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

12 იანვარი, 2016 •
შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ხუციშვილი ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს ეკონომიკის სამინისტროდან შეატყობინეს.

დავით ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2013 წლის ნოემბერში დაინიშნა; 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი იყო.

მანამდე დავით ხუციშვილი სხვადასხვა კერძო კომპანაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, ონიქს კონსალტინგში, თიბისი ბანკში, ბანკ რესპუბლიკასა და სილქნეტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი