ახალი ამბები

აფეთქება სტამბულში: არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

12 იანვარი, 2016 • 1747
აფეთქება სტამბულში: არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

თურქული მედიის ცნობით, სტამბულში ნაგვის კონტეინერები ააფეთქრეს. როგორც CNN Turk იტყობინება, თავდამსხმელებმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ნაგვის კონტეინერებში დატოვეს და მათ დისტანციურად მართავდნენ. აფეთქება ცისფერი მეჩეთის მახლობლად მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები.

Update: ბოლო მონაცემებით, აფეთქებას მხვერპლი მოჰყვა. არიან გარდაცვლილებიც.

Update: სტამბულის მერის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, გარდაცვლილია დაახლოებით 10 ადამიანი, 15 კი- დაჭრილი.

Update: თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აფეთქებაში ბრალი სავარაუდოდ სირიელი წარმოშობის თავდამსხმელს მიუძღვის. პრეზიდენტი ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ გარდაცვლილთა შორის ტურისტებიც არიან.

ბოლო ინფორმაციით, 10 გარდაცვლილთა შორის 9 გერმანელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი