ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებს შეხვდა

28 იანვარი, 2011 •
მიხეილ სააკაშვილი აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი და თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი ბინალი ილდირიმი მიიღო.  

მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს  და რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს.

შეხვედრას ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე თურქეთისა და აზრებაიჯანის მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო  საბჭოს სამმხრივ სხდომაში.

სხდომა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

მხარეებმა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები, – ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთის რებილიტაცია-მშენებლობის, თურქეთისა და საქართველოს საზღვარზე მდებარე 4 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის და საზღვრის გადაკვეთისას  საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების გამარტივების საკითხები, – განიხილეს.  ასევე, რკინიგზის მშენებლობის შემდგომი ეტაპების გეგმები დასახეს.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი “ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის” მშენებლობის შესახებ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული  საერთაშორისო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი