ახალი ამბები

დომოდედოვოს ტერაქტში ,,პაკისტანის კვალი’’ არ დასტურდება

28 იანვარი, 2011 • • 1021
დომოდედოვოს ტერაქტში ,,პაკისტანის კვალი’’ არ დასტურდება

გამომძიებლებს რუსეთში არ აქვთ მტკიცებულებები, რომლებიც პაკისტანელი სამხედროების დომოდედოვოს ტერაქტში ჩართავს დაადასტურებს.

ინფორმაციას რუსული ნაინფორმაციო სააგენტო www.gazeta.ru ავრცელებს.

,,ასეთი მონაცემები არ გვაქვს’’, – განუცხადა ,,ინტერფაქს’’ საგამოძიებო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, გაზეთი  ,,Российская газета’’ იუწყებოდა, რომ ტერაქტის დროს გამოყენებული იყო ისეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მანამდე რუსეთში არ გამოუყენებიათ.

გაზეთი წერს, რომ ასეთ ბომბებს ხშირად პალესტინელი თვითმკვლელები იყენებენ.

ხუთშაბათს გაზეტა.რუ-მ საინფორმაციო სააგანეტო იტარტასზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმცია, რომლის მიხედვითაც, რუსულმა ფე-ეს-ბემ დომოდედოვოს ტერორისტული აქტის შესწავლაში დახმარება პაკისტანის ხელისუფლებას სთხოვა. 

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში თვითკვლელმა ტერორისტმა თავი 24 იანვარს აიფეთქა. ტერაქტის შედეგად დაიჭრა 100-ზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 35-მდე ადამიანი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი