ახალი ამბები

ახმეტელის თეატრში დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლი გაიმართება

28 იანვარი, 2011 • • 1411
ახმეტელის თეატრში დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლი გაიმართება

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში ხვალ დევნილი ბავშვებისთვის სპექტაკლს უჩვენებენ.

წარმოდგენა უფასო იქნება და მას 40-მდე დევნილი ბავშვი დაესწრება.

მათთვის ნაჩვენები იქნება უ.გიბსონისა და ს. ლილას პიესის მიხედვით რეჟისორ ნინო შოთაძის  სპექტაკლი  „ნათელი–ბნელი“.

სპექტაკლში მონაწილეობენ: მარინა ხარჩილავა, გვანცა კანდელაკი, აკაკი ხიდაშელი, ვაჟა ციციშვილი.

წარმოდგენა 19.00 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი