ახალი ამბები

საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში არასრულწოვანია ეჭვმიტანილი

27 იანვარი, 2011 • 1211
საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში არასრულწოვანია ეჭვმიტანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია სასტუმრო “მერიოტში” საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ზურა გვენეტაძის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწოვანია, რის გამოც სამართალდამცავები მის ვინაობას არ ამჟღავნებენ.

საფრანგეთის მოქალაქე და კომპანია „სისტრას“ თანამშრომელი სტეფან კოჰი ამ დილით თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.  სასტუმროს დაცვის სამსახურის განცხადებით, სავარაუდო მკვლელი მოკლულის ნომერში მისი ნებართვის გარეშე ვერ შევიდოდა.

პოლიციამ დაკავებული არასრულწლოვანის აღიარებითი ჩვენება გაავრცელა. ვიდეოჩვენებაში დაკავებული ყვება, როგორ დაჭრა ურთიერთშელაპარაკების შემდეგ სასტუმროს ნომერში სტეფან კოჰი, რომელიც შემდეგ გარდაიცვალა და როგორ მოიპარა   სასტუმროს ნომრიდან  სამი მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი და პორტატული კომპიუტერი. 

გამოძიება მიმიდნარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, სადაც განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და თუკი ელჩი რაიმე განცხადებას გაავრცელებს, მას ყველა მედიასაშუალებას მიაწვდიან.

კომპანია „სისტრასთან“  თბილისის მერიამ ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ფრანგულმა ფირმამ თბილისში ტრამვაის ხაზების დაგეგმვაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი