ახალი ამბები

რასმუსენი აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებას მიესალმება

26 იანვარი, 2011 •
რასმუსენი აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებას მიესალმება

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დღეს, თბილისის დროით დაახლოებით ორი საათზე  ფეისბუქზე საკუთარი ოფიციალური ანგარიშით აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე განცხადება გაავრცელა. „მე გულთბილად მივესალმები რუსეთის პარლამენტის მიერ აშშ-რუსეთს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის – სტრატეგიული შეიარაღების შესახებ- რატიფიცირებას. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია მსოფლიო უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური იმპულსი, რომელსაც ეს ხელშეკრულება მოიტანს, დაეხმარება ალიანსსა და რუსეთს, მიაღწიონ კონკრეტულ პროგრესს სტრატეგიული პარტნიორობის სფეროში, მათ შორის სარაკეტო თავდაცვით სისტემასთან დაკავშირებით. “-წერს ნატოს გენერალური მდივანი.

ანდერს ფოგ რასმუესნი საუბრობს შეთანხმებაზე, რომელსაც ხელი აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებმა 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება გულისხმობს სტარტეგიული შეიარაღების მნიშვნელოვან შემცირებას, მათ შორის საუბარია ბირთვულ იარაღის 30%-ით შემცირებაზე. ხელშეკრულების რატიფიცირება რუსეთის დუმამ რამდენჯერმე გადადო, საბოლოო გადაწყვეტილება კი დუმაში დღეს მიიღეს. რატიფიკაციის დოკუმენტს ხელ დიმიტრი მედვედევი უახლოეს მომავალში მოაწერს, რის შემდეგაც შეთანხმება ძალაში ოფიციალურად შევა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი