ახალი ამბები

შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები და ძაღლები გადაარჩინეს

9 იანვარი, 2016 • 2459
შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები და ძაღლები გადაარჩინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთის რაიონში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ ,,112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე რიონის და მდინარე ყვირილას შესართავთან, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების გამო ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ ადგილობრივი სამაშველო ჯფუფები, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს სამაშველო ღონისძიება და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

შსს-ს მაშველებმა იმერეთში მონადირეები გადაარჩინესშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა იმერეთის რაიონში ადიდებული მდინარიდან მონადირეები და ძაღლები გამოიყვანეს.ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ ,,112“- ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე რიონის და მდინარე ყვირილას შესართავთან, ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე, სამი მონადირე ორ ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. წყლის დონის მომატების გამო, ისინი მდინარიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ და შველას ითხოვდნენ.ადგილზე ოპერატიულად გავიდნენ ადგილობრივი სამაშველო ჯფუფები, რომლებმაც წარმატებით განახორციელეს სამაშველო ღონისძიება და მონადირეები ძაღლებთან ერთად უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Saturday, January 9, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი