ახალი ამბები

“ვეტერანებისთვის პრეზიდენტს დადებითი არაფერი უთქვამს”

26 იანვარი, 2011 • • 1067
“ვეტერანებისთვის პრეზიდენტს დადებითი არაფერი უთქვამს”
ვეტერანი გივი ზადიკაშვილი ამბობს, რომ პრეზიდეტ სააკაშვილს სატელევიზიო გამოსვლაში ვეტერანებისთვის “დადებითი არაფერი უთქვამს”. ის ამბობს, რომ ვეტერანები მუდამ მზად იყვნენ სამშობლოს დაცვისათვის და ის, რასაც ახლა ითხოვენ, ძველი დახმარების აღდგენაა.
„რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“,–განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “პრეზიდენტი გისმენთ”.

ვეტერანები ყოველ სამშაბათს თბილისში, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იკრიბებიან ხოლმე. როგორც ზადიკაშვილი ამბობს, ვეტერანები ამ დღეს ერთამენთს პრობლემებს უზიარებენ.

სწორედ ერთ–ერთ ასე შეხვედრაზე გადაწყდა, ვეტერანებს საბჭო შეექმნათ. საბჭო, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციას გააერთიანებდა.

როგორც ერთ–ერთი ვეტერანი ამბობს, საბჭოში 17 სხვადასხვა ორგანიზაცია იქნება გაერთიანებული.

“დაახლოებით ერთ თვეში ცნობილი გახდება ვეტერანთა საბჭოს ზუსტი გეგმების შესახებ”,–აცხადებს ზადიკაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი