ახალი ამბები

ერთიანი სასწავლო პროგრამა საკვირაო სკოლებისთვისაც შეიქმნა

26 იანვარი, 2011 • • 1045
ერთიანი სასწავლო პროგრამა საკვირაო სკოლებისთვისაც შეიქმნა

საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა.

სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას თქმით, წლების მანძილზე საკვირაო სკოლებს არ ჰქონდათ ერთიანი პროგრამა, რის გამოც ყველა სკოლა თავისი სურვილით წყვეტდა, როგორ ესწავლებინა მოსწავლეებისთვის.

,,ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ამ სკოლებში სწავლების დონე ყოველთვის არ იყო მაღალი, რის გამოც მშობლებს ჰქონდათ დაბალი მოტივაცია, მიეყვანათ შვილები ამ სკოლებში. მეორე პრობლემა იყო ის, რომ ოჯახი, რომელიც გადაწყვეტდა საქართველოში დაბრუნებას, ის პროგრამა, რომლითაც იქ სწავლობდა, არ ესადაგებოდა საქართველოში არსებულ სასწავლო გეგმას და ჰქონდა ჩამორჩენა’’, – ამბობს დავითაია.

სწორედ ამის გამო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საკვირაო სკოლებისთვის შექმნილი სასწავლო პროგრამა სრულ შესაბამისობაშია საქართველოს სასკოლო პროგრამებთან.

ეროვნული სასწავლო პროგრამა შემუშავებულია სამი საგნისთვის: ქართული ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.

ამ სახელმძღვანელოებში უკვე გამოცხადდა სამინისტროში კონკურსი. მომზადებულ სახელმძღვანელოებს სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსწავლეებს უფასოდ გადასცემს.

საზღვარგარეთ 200-ზე მეტი საკვირაო სკოლაა. მოსწავლეები საკვირაო სკოლაში შაბათ-კვირას ქართულ ენაზე სწავლობენ.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი