ახალი ამბები

საქართველოში ხვალიდან აცივდება

26 იანვარი, 2011 • • 1042
საქართველოში ხვალიდან აცივდება

იანვრის ბოლო დღეებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდები იქნება.

ცივი ჰაერის მასები შემოსვლას ხვალიდან დაიწყებს,–ამბობს  ამინდის პროგნოზის ბიუროს უფროსი სვეტა ნიორაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

ხვალიდან მოთოვს საქართველოს ზამთრის კურორტებზე. თოვა გაგრძელება მომდევნო დღეებშიც.

ამინდის პროგნოზის ბიურო ვარაუდობს, რომ ზამთრის კურორტებზე თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის საკმარის თოვლს რამდენიმე დღეში დადებს, სავარაუდოდ, 28 იანვრიდან.

აცივდება თბილისშიც. არ არის გამორიცხული, 29 იანვარს თბილისშიც მოთოვოს. თუმცა ძლიერი ყინვა მოსალოდნელი არ არის. 29 იანვარს მინიმალური ტემპერატურა –1 გრადუსი იქნება, ღამით.

მასალების გადაბეჭდვის წესი