ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადება საქართველო–თურქეთის მოლაპარაკებებზე

25 იანვარი, 2011 • 1144
სააკაშვილის განცხადება საქართველო–თურქეთის მოლაპარაკებებზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა  კომენტარი გააკეთა საქართველო– თურქეთის მოლაპარაკებებზე თურქეთში ქართული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით.

„სიტუაცია არის ასეთი–თურქეთის მხარე ამბობს, რომ აღადგინეთ, კი ბატონო, მაგრამ ჩვენც გვქონდა საქართველოში მეჩეთი, რომელიც კომუნისტების დროს დაინგრა ბათუმში. არ არის აუცილებელი იმავე ადგილას აღდგეს, რადგან იქ უკვე სხვა რაღაც არის, ნუ იქნება მოქმედი მეჩეთი, იყოს კულტურული ცენტრი.  თუმცა ამაზე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

ეს თემა რომ წამოიჭრა ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მტერს არ სძინავს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლობას აქვს განსაკუთრებული როლი. თუმცა ეს ხალხი არის საქართველოს განსაკუთრებული ნაწილი. ვინც ამბობს, რომ არ უნდა აშენდეს, ცდება. რამდენჯერ უნდა დავუბრუნდეთ ამ თემას. ჩვენ ამით პირდპირ ვეუბნებით ხულოელ და მარნეულელ მუსლიმებს, რომ არაა საქართველოში შენი ადგილი. ადვილია სპეკულირება ამ თემით. ამით ეს ხალხი მტერს მთავარ კოზირს აძლევს. საქართველოში დღეს  მოქმედებს 200–ზე მეტი მეჩეთი, მოქმედი სასულიერო პირებით და მრევლით. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სახლემწიფო, იაფფასიან დემაგოგიას ადგილი არ უნდა ქჰონდეს.  საქართველო ეკუთვნის ყველას“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი