ახალი ამბები

პრეზიდენტი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, თავიანთ შვილებს ქართული ასწავლონ

25 იანვარი, 2011 •
პრეზიდენტი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, თავიანთ შვილებს ქართული ასწავლონ

პრეზიდენტის თქმით, ფერეიდნელმა ქართველებმა ამ დრომდე მოახერხეს ქართული ენის შენარჩუნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პრეზიდენტი უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს სთხოვს, რომ შვილებს ქართული ენა ასწავლონ.

ამის შესახებ პრეზიდენტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ იმაზე მეტი ადამიანი ბრუნდება საქართველოში, ვიდრე მიდის. პრეზიდენტმა თქვა, რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს დავალება, რომ შემოიყვანოს საქართველოში იაფი ავიახაზები, რადგან, მისი თქმით, საქართველოში ავიაბილეთები ძალიან ძვირია.

გადაცემა ,,პრეზიდენტი გისმენთ” უკვე ორსაათნახევარია მიმდინარეობს. პრეზიდენტი პირდაპირ ეთერში  საქართველოს მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი