ახალი ამბები

პრეზიდენტი დატყვევებული მეზღვაურებისა და მილიონიანი კონცერტების შესახებ

25 იანვარი, 2011 • • 1095
პრეზიდენტი დატყვევებული მეზღვაურებისა და მილიონიანი კონცერტების შესახებ

 25-ე ტელეარხის ჟურნალისტმა ნათია როყვამ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, რას აკეთებს ხელისუფლება მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველების გასათავისუფლებლად და იგეგმება თუ არა სარეზერვო ფომდიდან მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად თანხის გამოყოფა, მაშინ, როცა ბათუმში ბოლო ორ წელიწადში კონცერტებში მილიონობით ლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტმა სატელევიზო პროექტში “გისმენთ პრეზიდენტი” ჟურნალისტს ასე უპასუხა:

„სახელმწიფომ ბათუმში გაატარა ძალიან ბევრი ღონისძიება ტურისტების მოსაზიდად. ეს ყველაფერი არის რაღაცით გაზომვადი. გეთანხმებით,  ბიუჟეტის რაღაც პროცენტები იხარჯება კონცერტებზე. სქართველოს სულ ჰქონდა მტერთან პრობლემა. ამ ერს რომ შეეწყვიტა სიმღერა, ცეკვა, კულტურის შექმნა, ეს ქვეყანა არ იარსებებდა. გაჭირვების ჟამს მეფეებივ მუდმივად  ავალებდნენ წიგნების დაწერას, ეკლესიების მოხატვას და ა.შ.“

პრეზიდენტმა ჟურნალისტს კითხვა შეუბრუნა და ჰკითხა: „თქვენ და თქვენს ოჯახს, თუნდაც ტელევიზიას,  გექნებათ შემოსავლები, თუ ეს ტურისტები არ შემოვიდნენ? ეს კონცერტები პირდაპირ ეთერში მიდიოდა მეზობელი ქვეყნების რამდენიმე ტელეკომპანიაში. ეს არის ჩვენი გზა მსოფლიოსკენ. მტრის ჯინაზე ჩვენ გავძლიერდებით, მოვიკრებთ ძალას და მოვიგებთ ამ ომს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქეს არ ვივიწყებთ. არის რაღაც ინფორმაციები, რომლებიც, მიუხედავად საჯაროობისა, ტელევიზიით არ უნდა თქვა.“

მიხეილ საკააშვილმა სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებულ მეზღვაურებთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

საქართველოს ნაციონალურ არხებზე გადაცემა  “გისმენთ პრეზიდენტი” ამჟამადაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი