ახალი ამბები

სააკაშვილი: მთავარ ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვა დემოკრატია არ არის

25 იანვარი, 2011 • 1169
სააკაშვილი: მთავარ ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვა  დემოკრატია არ არის

“მარადიული ცეცხლის ადგილას  საცვლების გამოფენა და ძველი დროშების მიფარება ჯარისკაცებისთვის მიუღებელია. ეს ჯარისკაცები 6 დღე ასეთ დაცინვას იტანდნენ. მთავარ ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვა  დემოკრატია არ არის“,– განაცხადა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„რაც შეეხება ვეტერანებს, ყველას აქვს უფლება, გამოთქვას პროტესტი, მაგრამ სამშობლოს დაცვისთვის აღარ უნდა ითხოვდე რამეს. ყველა უნდა ისწრაფოდეს იმისთვის, რომ დაიცვას ის. თუმცა, სახელმწიფოს დახმარებაც უნდა არსებობდეს, რასაკვირველია, და არსებობს კიდეც“.

პრეზიდენტი  ვეტერანების აქციის თემას მას შემდეგ შეეხო, რაც ჟურნალისტებმა დევნილების გამოსახლებაზე დაუსვეს შეკითხვები.

„სანამ ერთი დევნილი მაინც იქნება საქართველოში, სრულფასოვან ქვეყნად არ ჩაითვლება საქართველო. მე ამის გმაო  ყოველ დილით ძალიან გაბრაზებული ვიღვიძებ. არც ერთ ადამიანთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობის  შეგრძნება, როგორც მათთან.  მე კამერების გარეშეც მიტირია ამ თემაზე და ბევრი უძილო ღამეც გამიტარებია. როგორც ებრაელები ამბობდნენ, მომავალ წელს იერუსალიმშიო, ასევე ყველამ უნდა თქვას ჩვენთან–მომავალ წელს სოხუმში. და ეს უნდა გაგრძლედეს მანამ, სანამ არ დავბუნდებით“ –ასე დაიწყო პრეზიდენტმა დევნილების გამოსახლების თაობაზე საუბარი– „თბილისის ცენტრში,  რომელიმე დაწესებულებაში, ხალხს მომავალი არ აქვს, ეს გამაოსავალი არ არის. და თუ ვინმეს ასე ჰგონია, თავს იტყუებს. ჩვენ ვაშენებთ ბევრ სახლს სხვადასხვა რეგიონში. ბათუმშიც მთელი რაიონი შენდება, სადაც სამუშაო ადგილებიც იქნება, რადგან იგივე ბათუმში გვაქვს კადრების ნაკლებობათსან პრობლემები. ყველა ასეთ ადგილებში დასახლებას მოყვება სამუშაო ადგილების შექმნაც”.

პრეზიდენტმა ეს განხცხადებები გააკეთა სატელევიზიო პროექტში  “ხალხის შეკითხვებს პასუხობს პრეზიდენტი”, რომელიც ამჟამად გადაიცემა რუსთავი 2 –ის და პიკის ეთერში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი