შეკითხვაზე, რომელიც ქვეყანაში დასაქმების პრობლემას შეეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „დასაქმება, სიღარიბის დაძლევა, ჯანდაცვა და ოკუპაციის თემაც კი, კავშირშია წარმატებულ ეკონომიკასთან.”
“ჩვენი მთავარი შანსები უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშრებით არის სოფლის მეურნეობა, ამ მხრივ, მოვდივართ ძალიან დაბალი დონიდან. ბევრს დავფრინავ საქართველოში და ვხედავ, რომ არის ბევრი დაუმუშავებელი მიწა, ეს მიუღებელია.
რაც შეეხება ტურიზმს, ამ თვლსაზრისით 2 მილიონი ტურისტი გვყადა შარშან, წელს ველით 3–ს და 2–3 წელიწადში უნდა გვყავდეს 5 მილიონი–უნდა გავუსწროთ ბულგარეთსაც. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ვაპირებთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას. ვვარაუდობ, რომ სერიოზული გარღვევა გვექნება დასაქმების მიზნით. თუმცა, თუ ჩვენ შესაბამისი კვალიფიკაცია არ მივეცით ხალხს, არაფერი გამოვა. ხშირად არ გვყავს ხოლმე მინიმალური კვალიფიკაციის მქონე ხალხი. ერთ–ერთ სოფელში 150 ლარად თვეში აზიელი მუშა გზას აგებს. მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი შრომა არ არის სათაკილო და ეს უნდა ვისწავლოთ“ – განცხადა მიხეილ სააკაშვილმა.