ახალი ამბები

ვეტერანების მხარდამჭერი აქციები ყოველთვიურად გაიმართება

25 იანვარი, 2011 • 2371
ვეტერანების მხარდამჭერი აქციები ყოველთვიურად გაიმართება

ვეტერანების მხარდამჭერი აქცია
ვეტერანების მხარდამჭერი აქცია

,,სოლიდარობა25’’ ყოველი თვის 25 რიცხვში აპირებს აქციების გამართვას ვეტერანთა უფლებების დასაცავად.

დღეს ამ ორგანიზაციამ აქცია გმირთა მოედანზე გამართა, თუმცა აქციაზე მხოლოდ 30–მდე ადამიანი შეიკრიბა.

,,ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაცული იქნას საქართველოს კონსტიტუციის 25–ე მუხლი, რომელიც ყველას გვაძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. კატეგორიულად ვითხოვთ, ქვეყნის მთავარსარდალმა აღიაროს დანაშაული – მხედველობაში გვაქვს 3 იანვარს ვეტერენთა დარბევა და ბოდიში მოიხადოს ჩადენილზე“, – განაცხადა ,,სოლიდარობა25–ის’’ დამფუძნებელმა ჯაბა ტყემალაძემ.

ჯაბა ტყემალაძე
ჯაბა ტყემალაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი