ახალი ამბები

გამარჯვებული 14 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი ცნობილი გახდა

25 იანვარი, 2011 • • 6083
გამარჯვებული 14 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელი ცნობილი გახდა

საქართველოში პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირმა თოთხმეტი საუკეთესო არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია და გამოავლინა.

გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებია:

– გარდამავალ რეგიონებში დიალოგის ფონდი STIDIT (ნიდერლანდები)

– გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (საქართველო)

– Penal Reform International (დიდი ბრიტანეთი)

– შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედათა ასოციაცია “დეა”(საქართველო, ზუგდიდი)

– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

– დემოკრატიის ინსტიტუტი (საქართველო, ბათუმი)

– სარეაბილიტაციო ცენტრი (საქართველო, ბათუმი)

– საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

– People in Need (ჩეხეთი)

– საზოგადოებრივი ასოციაცია «ბემონი» (საქართველო)

– ჰაინრიხ ბიოლის ფონდი (გერმანია)

– პარტნიორობა თანაბარი უფლებებისათვის (საქართველო)

–  ევრიჩაილდი – საქართველოს ფილიალი

– სამოქალაქო განათლების განვითარების მრავალეროვანი რესურს-ცენტრი(საქართველო)

– ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი «ინტელექტი» (ბათუმი)

– რაგბის მხარდამჭერთა ლიგა

– ასოციაცია “მრავალეროვანი საქართველოს ქალები”

პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გზით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების  და კანონის უზენაესობისა დაცვის ხელშეწყობას.

მთლიანი საგრანტო მოცულობა, რომელსაც ევროკავშირი ამ ქვეყნებს გადასცემს,  1 120 000  ევროზე მეტს შეადგენს.

გამარჯვებული 14 არასამთავრობო ორგანიზაციის ვინაობა დღეს ევროკავშირის ერჩმა ფილიპ დიმიტროვმა სპეციალურ ცერემონიაზე დაასახელა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “ინსტრუმენტი ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის” 1994 წელს შეიქმნა. მისი მიზანია მხარი დაუჭიროს და დაიცვას დემოკრატია და ადამიანის უფლებები ევროკავშირის საზღვრებს გარეთ, მთელს მსოფლიოში. პროგრამის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 100 მილიონი ევრო გამოიყოფა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი