ახალი ამბები

დევნილები გერმანიის საელჩოსგან თავშესაფარს მოითხოვენ

25 იანვარი, 2011 •
დევნილები გერმანიის საელჩოსგან თავშესაფარს მოითხოვენ

დევნილების აქცია
დევნილების აქცია

ხვალიდან დევნილების აქცია, თავშესაფრის მოთხოვნით, გერმანიის საელჩოსთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ მათ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადეს. დევნილები გერმანიის საელჩოსთან ხვალ, ორ საათზე, შეიკრიბებიან, სამ საათზე კი მიტინგი დაიწყება.

დღეს კი დევნილები ვეტერანების აქციას შეუერთდებიან, რომელიც  5 საათზე გმირთა მოედანზეა დაგეგმილი. ამის შემდეგ ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლებენ. ისინი შეეცდებიან, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის – პირველის საინფორმაციო კავკასიურის ეთერში დაგეგმილ გადაცემაში „პრეზიდენტი გისმენთ“ მიხეილ სააკაშვილს ტელეფონით მაინც დაუკავშირდნენ.

დევნილთა აქციები პარლამენტის შენობასთან 28 იანვრიდან განახლდება.

დევნილების აქცია პარლამენტთან
დევნილების აქცია პარლამენტთან

მასალების გადაბეჭდვის წესი